|
2017-04-27 11:56:06, 1835 ნახვა
პოლიტიკა
სილევიჩი: კომისიამ საქართველოს „იტალიური საარჩევნო მოდელი“ შესთავაზა, თუმცა რამდენად გაამართლებს, საეჭვოა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომსხენებელი ბორის სილევიჩი, საქართველოს საპარლამენტო საკონსტიტუციო რეფორმების დაწყებას მიესალმება, - ამის შესახებ ბორის სილევიჩმა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, სილევიჩის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმაში არის საკითხები, რამაც შესაძლოა, შეშფოთება გამოიწვიოს. „ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმაზე უკვე ვიმსჯელეთ საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტარებთან, ეს საიდუმლო არ არის. ყველაზე პრობლემურ საკითხს მაინც საარჩევნო რეფორმა წარმოადგენს. კომისიამ საქართველოს ე.წ. იტალიური საარჩევნო მოდელი შესთავაზა. ეს შესაძლებელია, რადგან არაერთ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა არსებობს ეჭვი, რამდენად გაამართლებს საქართველოში. მაგალითად იტალიის პარლამენტში ბევრი პარტიაა, არჩევნების შემდეგ კი ისინი მთავრობის ფორმირებისას სირთულეებს აწყდებიან. გამარჯვებულ პარტიას შეუძლია, კიდევ დამატებითი ხმები მოიპოვოს, თუმცა საქართველოში ერთი ძლიერი პარტიაა და არა კოალიცია, ამიტომაც საეჭვოა, რამდენად გამოვა ეს მოდელი. ყველაფერი საქართველოს პარლამენტის ნებაზეა დამოკიდებული. ვენეციის კომისია ამ საკითხსაც შეეხება და საინტერესოა, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორის სილევიჩმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)