|
2017-04-27 09:46:09, 2201 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტი ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდება
საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება. რეგლამენტის თანახმად, ბიუროს სხდომაზე ინიცირების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში საერთო სახალხო განხილვების უზრუნველსაყოფად სპეციალური კომისია შეიქმნება. სწორედ კომისიამ უნდა წარმოადგინოს განხილვების გრაფიკი და ჩატარების ადგილი. კომისიას ერთი თვის ვადა აქვს და ის ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს განხილვების ანგარიში წარუდგინოს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, პარალელურად ვენეციის კომისიის დასკვნას მიიღებენ. პარლამენტი დოკუმენტს 3 მოსმენით უყრის კენჭს. იმისთვის, რომ პროექტი ძალაში შევიდეს, მეორე და მესამე მოსმენებს შორის სამთვიანი დისტანცია უნდა იყოს. მმართველი გუნდის შეფასებით, წლის ბოლოს ახალ, დემოკრატიულ კონსტიტუციას მიიღებენ. საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას აქტიურად გეგმავს უმცირესობა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)