|
2017-04-22 15:20:23, 2152 ნახვა
პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტია“ საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ლეიბორისტული პარტია“ მმართველ გუნდს ბოიკოტს უცხადებს და საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი გუგავა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება “ ხალხის დაკვეთას არ ასრულებს. „დღეს მოვედი, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს უშუალოდ განვუცხადო ჩემი პროტესტი. ხალხს სოციალურ გარანტიებს ართმევენ, ასევე ართმევენ განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების უფლებას, აკანონებენ უცხოელებზე მიწების გასხვისებას. ბოიკოტს ვუცხადებ მათ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. დავესწრები სხდომას და ჩემი ბოიკოტის შესახებ პირადად განვუცხადებ, რის შემდეგაც სხდომას დავტოვებ. ხელისუფლება ასრულებს არა ქართველი ხალხის დაკვეთას, არამედ ივანიშვილის დავალებას, მის ნებას, რათა ქვეყანაში მრავალი წელი დაამყაროს დიქტატურა და ავტოკრატიული მმართველობა”, – განაცხადა გიორგი გუგავამ. ცნობისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”-ში საკონსტიტუციო კომისიის შემჯამებელი სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო კომისია ნიშნად “ნაციონალურმა მოძრაობამ “, “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ევროპულმა საქართველომ” პროტესტის დატოვეს.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)