06:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 15:48:42, 2199 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მაღლაფერიძე: საინფორმაციო სამსახურში 20 თანამშრომელს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორთის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში 20 თანამშრომელს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაინერგება საპრემიო სისტემა. 

„რაც შეეხება ხელფასების მომატებას, ესეც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. 20 ადამიანს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება. დაინერგა პრემირების სისტემა, ძირითადად ეს იქნება გამოყენებული ნიუსრუმში. თუმცა, გარკვეული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრემირების სისტემას აუცილებლად გამოვიყენებთ სხვადასხვა ბლოკებშიც, მათ შორის ტექნიკურ ბლოკში“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. 

მაღლაფერიძის თქმით, ნიუსრუმის ნაწილია მაუწყებლის ონლაინ მედია, კონკრეტულად კი, ახალი ვებპლატფორმა, რომელიც ივნისში გააქტიურდება. 

„ბუნებრივია, ონლაინ მედიასაც სჭირდება თანამშრომლები. მიმდინარე წლის მაისისთვის დასრულდება ნიუსრუმის დაკომპლექტება. ვარჩევთ ადამიანებს, ამჟამად მიმდინარეობს გასაუბრება. თანამშრომლების შერჩევის ჩვენეული კრიტერიუმები არის უფრო მკაცრი, ვიდრე იქნებოდა რომელიმე საატესტაციო კომისიის“, - განაცხადა მაღლაფერიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics