|
2017-04-21 14:17:21, 2271 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე
საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში ქართულ და უნგრულ კომპანიებს შორის თემატური პანელები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. უნგრეთის დელეგაციაში წარმოდგენილები არიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა ენერგეტიკა, მშენებლობა, ინჟინერია, წარმოება, სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და საკონსულტაციო მომსახურება. „ფორუმზე უნგრული კომპანიები კონკრეტული დარგების მიხედვით არიან წარმოდგენილნი. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე. უნგრული მხარე ძირითადად დაინტერესებულია გადამამუშავებელი წარმოებით, მშენებლობით, წყლის რესურსების მართვით და ფარმაცევტიკით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდება. „მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების მემორანდუმია. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს გამართული შეხვედრები მომავალში უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია. ,,შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვართ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერები. ახლა საჭიროა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობაც, ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით უმაღლეს საფეხურზე ავიდეს. ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას. ასევე უნგრული ბანკის საშუალებით ვხსნით 85 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზს,-‘’განაცხადა პიტერ სიიარტომ. საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმს სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე პანელში ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიკტორ ორბანმა მიმართეს. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის სავაჭრო სახლი.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)