|
2017-04-21 12:23:55, 2050 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ტურიზმის, ავიაციის, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, რაც, უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ხალხთაშორის კავშირების გამყარებას, ისე ტურიზმის განვითარებას. ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველ სტუდენტების სწავლების დაფინანსების მნიშვნელობას. "მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების გზები. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან უნგრეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები, თქვენი დელეგაციის წევრები. გაიმართება ბიზნესფორუმი, ასევე დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერა. არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, ასევე მისი შემდგომი დატვირთვისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია", „დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)