|
2017-04-19 16:32:22, 839 ნახვა
რეგიონი
შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს
მაშველებმა შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. ამ დროისთვის მათი ვინაობა დადგენილი არ არის. ცნობისთვის, გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის, ორი რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)