|
2017-04-18 15:11:03, 2632 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „Ellinair“ თბილისის მიმართულებით ფრენებს სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან შეასრულებს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს. უწყების ცნობით, ასევე ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით. სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები 18 მაისიდან 14 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება, ხოლო ჰერაკლიონსა (კუნძული კრეტა) და თბილისს შორის ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან 14 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Boeing B737, Airbus A319, Airbus A320 და Avro RJ85 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ზემოთაღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა 13 აპრილს მიენიჭა. „Ellinair“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია მგზავრებს ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით დაბალ ტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)