18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 10:39:48, 2252 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა

თურქეთის ვიცე-პრემიერის ნუმან კურტულმუშის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მანამდე თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს საგანგებო მდგომარეობის 3 თვით გახანგრძლივება ურჩია. 

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ უკვე მესამედ გახანგრძლივდა. 

როგორც მედია წერს, საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება რეფერენდუმიდან მეორე დღეს მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %. 

ცნობისთვის, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics