|
2017-04-13 21:07:31, 2455 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის ტრანსლირებაზე უარი თქვა
რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ტრანსლირებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების იფნრომაციით, პროტესტიოს მიზეზი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში რუს კონკურსანტ იულია სამოილოვას არ შეუშვებენ. ცნობილია, რომ სამოილოვა ანექსირებულ ყირიმში უკრაინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. კერძოდ, კი რუსი მომღერლის უკრაინაში შეშვება-არ შეშვების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ცნობილი გახდა, რომ იულია სამოილოვამ 2015 წელს ყირიმში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის პოლიტიკის მიხედვით კი, ხელოვანებს, რომლებიც ყირიმში გამართულ რაიმე სახის აქტივობაში მონაწილეობენ, უკრაინაში აღარ უშვებენ. მედიის ცნობით, პირველი არხი უკრაინას კონკურსის პოლიტიზირებაში სდებს ბრალს. შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2017"-ზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება. ფინალი კი 13 მაისსაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)