|
2017-04-12 12:53:51, 2322 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული დანახარჯი ქვეყნის შიგნით მობილობას გაზრდის და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის. მინისტრის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმა კონკრეტულ ვადაშია გაწერილი და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების მიმართულებასთან სრულ თანხვედრაშია. მისივე შეფასებით, ეს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. „ჩვენ ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ წლის დასაწყისიდან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში 105%-ით შეასრულა გეგმა. ესაა 200 მლნ ლარზე მეტი, რაც აბსოლუტურად გვარწმუნებს, რომ ჩვენი დაგეგმილი პროექტები ამ მიმართულებით, აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)