|
2017-04-11 11:05:51, 1846 ნახვა
საზოგადოება
„ელიავას ბაზრობის“ ადმინისტრაციები - დასაქმებულთა ინტერესების პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენების უფლება არავის აქვს
ეგრეთ წოდებული „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის მფლობელები, მსხვილი მოიჯარეები და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მოვაჭრეებთან რამდენიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა სტუმრობის ფაქტს ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „აუცილებლობად ჩავთვალეთ გამოვეხმაუროთ ჩვენი ადმინისტრირების ქვეშ არსებულ ბაზრობებზე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა ორგანიზებული პოლიტიკური ხასიათის ვიზიტისა და მათი მხრიდან მოვაჭრეების შეცდომაში შეყვანის ფაქტს. საქმე ის არის, რომ გუშინ, 10 აპრილს, ბაზრობის ტერიტორიაზე პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ (ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე) წევრებმა პრაქტიკულად მიტინგი გამართეს და მოვაჭრეებს უხსნიდნენ, რომ თითქოს დღევანდელი ხელისუფლება სადაცაა დაამტკიცებს თბილისის გენერალურ გეგმას და რომ მის საფუძველზე ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიიდან მოვაჭრეების აყრა და რომ მოვაჭრეთა მხრიდან აუცილებელია ორგანიზებული აქტივობა და პროტესტის საჯარო და მწვავე ფორმებით გამოხატვა. ვაცხადებთ მკაფიოდ და გასაგებად - არ დავუშვებთ, რომ ჩვენთან დასაქმებულთა და მათთან დაკავშირებულ პირთა (ჯამში სულ მცირე 15 000 ადამიანი) ინტერესები რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდეს. ტყუილად ირჯებიან პოლიტიკური ძალები, როცა თუნდაც თითიდან გამოწოვილი საპროტესტო მუხტის შექმნა უნდათ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გავლენის ქვეშ სურთ ჩვენი მოქცევა. გულისყურით ვაკვირდებით თბილისის მიწათმოწყობის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესს. რა თქმა უნდა, გაგვაჩნია საკუთარი ხედვები და პოზიციები, რომელთა გამომზეურებას და დაცვას, ცხადია არ მოვერიდებით მას შემდეგ, რაც საკრებულოში შევა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული გეგმა. დარწმუნებულები ვართ, რომ არც „სითი ინსტიტუტი“ და მისი წარმომადგენლები არიან რეალობას მოწყვეტილნი და არც დედაქალაქის მუნიციპალიტეტში და საკრებულოში სხედან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, რომ სივრცითი მოწყობის თუ მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმების დასახვისას ვერ შეაფასონ დედაქალაქისთვის იმ ეკონომიკური ზონის როლი, რასაც თბილისელები „ელიავას ბაზრობას“ ეძახიან. ამ ტერიტორიაზე ქალაქმა თავად შექმნა წარმატებული ეკონომიკური ზონა და ცხადია, მისი ხელაღებით მოშლა მიზანშეუწონელი იქნება. სხვა საკითხია, მისი თანამედროვე სავაჭრო პლატფორმად ქცევა და მოლის პრინციპით მოწყობა. ეს, გენგეგმამ რომ არც გვითხრას, თავად ვგრძნობთ რეალობას და 2016 წლის ზაფხულის შემდეგ წარდგენილი გვაქვს კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. გარკვეული, ჩვენთვის გაუგებარი, დაყოვნებების მიუხედავად, ვფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს ეს პროექტებიც გახდება საკრებულოს ჩინოსანთა განხილვის საგანი. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „ელიავას ბაზრობის“ სხვადასხვა ადმინისტრაციაში ჯამში 15 000 მდე ადამიანია დასაქმებული და ეწევა აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას, იხდის გადასახადებს, ქმნის პროდუქტს და აწვდის მომსახურებას. ვაფრთხილებთ პოლიტიკურ პარტიებს - არც კი სცადონ ჩვენი და ამ ადამიანების ნერვების გამოცდა და ვითომდა გაჩენილი ახალი პრობლემის თავიანთი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესების კონტექსტში მოაზრება. დასაქმებულთა ინტერესების პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენების უფლება არავის აქვს“. - ნათქვამია „ელიავას ბაზრობის“ ადმინისტრაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი იურიდიული პირები აწერენ: 1. შპს "სეტი9" 2. შპს " განთიადი" 3. შპს "ბბ8" 4. შპს "ჯითი თრეიდი" 5. შპს "დიდუბე 95" 6. შპს "ლინი" 7. შპს "სავაჭრო ცენტრი დიდუბე" (NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)