19:43 - 29 Sep, 2026
|
2017-04-07 19:21:33, 2448 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ამ გლოვის დროს შვედი ხალხის გვერდით ვდგავართ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სტოკჰოლმში მომხდარ სავარაუდო ტერაქტს გამოეხმაურა. როგორც სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შვედი ხალხის გვერდით დგას. "საშინელი ამბებია სტოკჰოლმში. ჩემი გულრწფელი მწუხარება, მათ ვინც დაზარალდა. ჩვენ ვდგავართ შვედი ხალხის გვერდით, ამ გლოვის დროს", - წერს სტოლტენბერგი. შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ქალაის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. ქვეყნის პრემიერმა აღნიშნულ ინციდენტს ტერაქტი უწოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი უკვე დააკავეს.
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)