|
2017-04-06 10:46:11, 2230 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: შიდა ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთის მიმართულება მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით, მოქალაქეებს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველოში ზამთრის რომელიმე სახეობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარება იგეგმება: „ამისთვის ყველაფერი გვაქვს. მივდივართ სწორი გზით. ის გენერალური დაგეგმარების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სამთო კურორტებზე, რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება, სამთო გიდებისთვის ტრენერებისთვის სკოლების სისტემის განვითარება, სამთო-სათხილამურო სკოლების ქსელის განვითარება, ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკის შექმნა და მორგება ტურისტული სეზონის, სამთო მიმართულების განვითარების გეგმაზე, ყველაფერი ეს არის იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა პირველ რიგში გახდეს საქართველოს მთების ტურისტული პოტენციალის მომხარებელი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტურიზმისთვის”,-განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ტურიზმში აქვს: „პირველ რიგში ჩვენი მომავალი თაობა უნდა სარგებლობდეს იმ უდიდესი სიმდიდრით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ტურიზმის, ეს რა თქმა უნდა ეკონომიკური განვითრების დონიდან გამომდინარეობს, მაგრამ ასევე ჩვენ შეგვიძლია ამ განვითარების დონითაც ზუსტად იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სპეციალური სუბსიდიებით, ზამთრის სკოლებზე, გრაფიკების მორგებით, არდადეგების გრაფიკის მორგებით და ა.შ. გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობის მიერ საქართველოს ტურისტული კურორტებით სარგებლობის მაჩვენებელი, და ეს არის ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღება და რა თქმა უნდა ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ზრდა მათთვის. ამ მიმართულებით გეგმაზომიერად მივდივართ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელში ჩვენ შევძლებთ, რომ ფინალური ტურნირი ჩავატაროთ ერთ-ერთი აქ სამზთრის სახეობის საქართველოში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)