|
2017-04-05 13:37:55, 2161 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის პროკურატურა ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებისთვის 7-დან 43 წლამდე პატიმრობას მოითხოვს
თურქეთის პროკურატურა ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის ჟურნალისტებისთვის 7-დან 43 წლამდე პატიმრობას მოითხოვს, - ამის შესახებ Middleeasteye.net იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტამბოლის პროკურატურამ გაზეთის 19 თანამშრომელს "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" და ფეთჰულა გიულენთან კავშირს ედავება. პროკურატურის ცნობით, გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორის ჯან დიუნდარის დანიშნვის შემდეგ, გამოცემა ტერორისტული ორგანიზაციების დამცველი გახდა. უწყება ჯან დიუნდარს და კიდევ 4 ჟურნალისტს 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითხოვს. გარდა ამისა, 3 ჟურნალისტს ტერორიზმის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი და 11-დან 43 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გაზეთის 5 ჟურნალისტს კი 9-დან 29 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მედიის ცნობით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასთაბით სულ 141 ჟურნალისტი დააპატიმრეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ამასთან, ათასობით ადამიანი გადატრიალების მცდელობასთან კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუქეთის მთავრობა გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მუსლიმ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს ასახელებს. გიულენი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)