|
2017-04-03 15:18:35, 2198 ნახვა
მსოფლიო
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედი პრემიერი ალექსანდრ ვუჩიჩი ლიდერობს
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ვუჩიჩი, პირველი ტურის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს, - ამის შესახებ BBC იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, ვუჩიჩი ხმათა 55%-ს აგროვებს. მეორე ადგილზე, დიდი სხვაობით, იურისტი საშა იანკოვიჩია, რომელსაც 16% აქვს. ბიულეტენების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვუჩიჩმა მხარდამჭერებს საარჩევნო შტაბიდან უკვე მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას უახლოეს 2 თვეში გეგმავს. "ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გვიჩვენებს თუ რა მიმართულებით სურს სერბეთ მოძრაობა. აუცილებელი იყო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარებულიყო. 12% მეტი ხმა მივიღე, რაც დაახლოებით 430 ათასი ხმაა, ეს მაჩვენებელი სხვა დანარჩენი კანდიდატების საერთო მაჩვენებელზე დიდია", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. ცნობისთვის, თუ საერთო ჯამში ვუჩიჩი 50% ზე მეტ ხმას დააგროვებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება. ალექსანდრ ვუჩიჩი აქამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, და პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ექსპერტების შეფასებით მისი გამარჯვება ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის სტრატეგიული მიზანია, თუმცა მანვე დასძინა, რომ ოფიციალური ბელგრადი რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას გეგმავს.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)