|
2017-03-30 18:26:19, 2201 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამეტში გიორგი მარგველაშვილს გამოსვლას დაესწრება
„საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ყველა გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი" - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 7 აპრილს დაგეგმილიგამოსვლა საქართველოს პარლამენტში. „გიდასტურებთ, რომ ვაპირებ ამ გამოსვლაზე დასწრებას და გვაქვს მზადყოფნა ამისთვის" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. „მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდაშევქმნათ" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულიშეკითხის საპასუხოდ განუცხადა. „დიდი ალბათობით არ არის სწორი, რომ კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებული ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რათქმა უნდა, რეგულირება საჭიროა და ეს არის ცალკე სამუშაო საკანონმდებლო კუთხით. ადრეც მაქვს ნათქვამი და ეხლაცგავიმეორებ, რომ მიწა არის ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი. მთავარი ამოცანაგახლავთ ის, რომ მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედანგამომდინარე უნდა შევქმნათ" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განცხადებით, ამ საკითხზე ამ მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც არ შეიძლება იყოს ხანმოკლე. „ეს სერიოზული,ფუნდამენტური თემაა, რომელსაც შეიძლება გარკვეული დრო დაჭირდეს იმიტომ, რომ ეს გახლავთ მიწის შესახებ კანონი.ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს, რადგან მსგავს თემებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურადშესაძლებელი კონსენსუსის საფუძველზე" - განაცხადა გიორგი გახარიამ. ასევე, ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან 2017 წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის ტენდენციები შეაფასა: „ჩვენშეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს კარგი სტარტით ვიწყებთ და მითუმეტეს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთსაკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, რომლებმაც შეიძლება თუნდაც მცირე ზიანი მიაყენონ ეკონომიკურ ზრდას" -აღნიშნა გახარიამ. მინისტრის თქმით, სახელმწიფო სერიოზულად და კონცენტრირებულად ხარჯავს დიდ რესურსს ეკონომიკური ზრდისთვის. „აქ იგულისხმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით. ესყველაფერი კეთდება ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. დღეს რეგიონში ვართ ლიდერები, თუმცა, ისიც გვესმის, რომ 4პროცენტიანი ზრდა არ არის იდეალური და გვინდა კიდევ უფრო მეტი" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)