2017-03-26 10:21:17, 1820 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი2“: წილების გადაცემის პროცესში ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული, უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი2 ჩემია“.
„რუსთავი2“-ის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდებით - რუსთავი2 ჩემია. ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.
„დღესვე კოლექტივმა სამაუწყებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩია წარმომადგენელი, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი“,-ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, კოლექტივს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ”ტელეკომპანია საქართველოს” წილის 51% გადასცენ.
ამავე თემაზე
http://www.epn.ge/index.php?id=42447
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან