2017-03-24 16:04:37, 1505 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე დაზარალებულები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ
"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები იკრიბებიან.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, 3 დღის განმავლობაში მათთან მერიის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დადიან და დახლების აღებისკენ მოუწოდებენ.
მათივე ინფორმაციით, მერიის წარმომადგენლებმა სავაჭრო დახლების აღების ბოლო ვადად 25 მარტი განუსაზღვრა. მოვაწრეების თქმით, მერიამ მათ ალტერნატიული ვარიანტიც კი არ შესთავაზა.
გარემოვაჭრეები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ღამის გათენებასაც აპირებენ.
ცნობისთვის, აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილის თქმით, გარემოვაჭრეები თანახმა არიან დახლების მოდერნიზება მოხდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან