13:23 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 12:37:43, 1296 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ხვალ აქცია „შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე!“ გაიმართება

25 მარტს 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება, რომელიც ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა.

აქციაზე პარლამენტის წინ განთავსდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი ბანერები/პოსტერები და მიცვალებულის “სასახლე” იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 9,000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას.

„ამ აქციით მოვუწოდებთ ხელისუფლებას საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი და აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს ნულოვანი ტოლერანტობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით მძღოლების დაახლოებით 25%-ი (250 ათასი პირი) უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, განმეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად.

საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება!“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics