|
2017-03-24 11:59:33, 2201 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშალების ინფორმაციით, გვიან ღამით საავადმყოფოში 75 წლის დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, ლონდონის ცენტრში გვიან, ღამით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალქეები შეიკრიბნენ. წუთიერი დუმილის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს. ქალაქის მერმა სადიქ ჰანმა ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების სახელები ამოიკითხა. ცნობისთვის, ლონდონის ტერაქტის თავდამსხმელი 52 წლის ჰალიდ მასუდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგრაფოში დაიბადა. მასუდი სამართალდამცველებისთვის ცნობილი პირი იყო. ის რამდენჯერმე იყო დაკავებული იარაღის უკანონო ტარების, ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გამო. გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, ბირმინგემსა და ლონდონში ჩატარებული რეიდის შედეგად 8 ადამიანი დააკავეს, ტერაქტთან კავშირის გამო. შეგახსენებთ, რომ ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ის მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)