|
2017-03-17 18:11:20, 2552 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია
ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა უმასპინძლა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და ინოვაციების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნო. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, რომელზეც ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე. შეხვედრას ასევე, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შანდორ საბო დაესწრო. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს 16-18 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან. (NS)
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)