17:49 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 13:09:16, 2329 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტოსა და ირანის ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით ირანში, ქალაქ იაზდში იმყოფებოდა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სააგენტოსა და ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს  ქართველი სტარტაპებისთვის ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკში სივრცის გამოყოფა და  მათთვის ადგილობრივი მხარდაჭერის აღმოჩენა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებასა და სტარტაპების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics