|
2017-03-07 22:40:53, 2761 ნახვა
სამართალი
კობახიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას
მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას. როგორც მან გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას არანაირი ინტერესები არ ჰქონია. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება. „ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი2-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "რუსთავი 2 ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოდის".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)