2017-03-01 13:35:06, 1013 ნახვა
რეგიონი
სენაკში დაკარგული ბავშვის ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს
სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ახლობლებმა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
დაკარგული მოზარდის ახლობლები სამძებრო ოპერაციაში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ.
შეგახსენებთ, მდინარე ტეხურში ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც სამძებრო-სამაშველო სამსახური, ისე სამხარეო პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან