|
2017-03-01 10:36:13, 1685 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონის დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის რეგიონის დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, სასტუმრო და გამაჯანსაღებელ კომპლექს „Castello mare”-ს და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღა“ს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ, „Castello mare”-ს სასტუმროს მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის ხემძღვანელმა ვლადიმერ კუვშინოვმა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მოაწერეს. ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს, აჭარის მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, როგორც ბიზნეს გარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული კი მიიღწევა კერძო სექტორის, საჯარო ორგანიზაციებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებს შორის რეგულარული, ინტერაქტიული თანამშრომლობით. კოორდინირებულმა სამოქმედო გეგმამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ყველა ფენის პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის საჭირო თანაბარი პირობების შექმნა, მათი დასაქმების ან თვითდასაქმების პერსპექტივით. დასაქმების სააგენტო ,,პროფესიული გადამზადების’’ ქვეპროგრამის ბიზნესის მოთხოვნებზე მაქსიმალურად ადაპტირებისა და შესაბამისი სასწავლო მოდულების შემუშავების მიზნით, სისტემატურად ზრუნავს კოორდინირებულად ითანამშრომლოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის. სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და სასტუმრო „Castello mare” ქვეპროგრამით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაზე კოორდინირებულად იზრუნებენ. შეთანხმების თანახმად, სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „Castello mare” იღებს ვალდებულებას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართათვის უზრუნველყოს საწარმოო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა სასტუმრო საქმის სპეციალისტის, მზარეულის, კონდიტერისა და ბარმენის პროფესიებში.
(NS)
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)