16:02 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:25:25, 2566 ნახვა

ეკონომიკა
ირმა ქავთარაძემ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ენერგოეფექტურობის ცენტრის (EEC), მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის (SDAP) წარმომადგენლები და სხვადასხვა უწყების სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადებულია ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების უშუალო კოორდინაციით სხვა სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან  კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. პროექტი EBRD-ის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანებით, საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებები, მათ შორის  ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივით (2012/27/EC) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა ეფუძნება აღნიშნული დირექტივის მოთხოვნებს - ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, შენობებისა და სხვა ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოდაზოგვის პოტენციალის შესწავლას, თითოეული სექტორის განვითარების გეგმების, არსებული და დაგეგმილი პროექტების  მიმოხილვას, რის საფუძველზეც გაწერილია ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის  ღონისძიებები.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics