Reuters იუწყება. 

" />
16:00 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 13:35:24, 3326 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის ვაჭრობის მინისტრად ბიზნესმენი ვილბურ როსი დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ვაჭრობის მინისტრად ვილბურ როსის დანიშნვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, 79 წლის კანდიდატს 72 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 27 დეპუტატი იყო. როსი სპეციალიზებულია გაკოტრებული კომპანიების გადაყიდვით. ის კომპანია W.L. Ross & Co. ხელმძღვანელობს.

ამასთან, ვილბურ როსი ცნობილია, როგორც ტრამპის ეკონომიკური პროგრამის მხარდამჭერი. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთთან და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმებები გადაიხედოს. 

ცნობისთვის, 2016 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა არაკონსტიტუციურ მოქმედებას“, ობამას მემორანდუმებს და განკარგულებებს გააუქმებდა, ჩრდილოეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გადახედავდა. მანვე აღნიშნა, რომ ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გამოსვლა აუცილებელია. შესაბამისი დანაპირები მან უკვე შეასრულა და განკარგულებას მიმდინარე წლის 24 იანვარს მოაწერა ხელი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics