16:08 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 10:34:42, 2398 ნახვა

ეკონომიკა
სილიკონ ველის ბიზნესმენმა ტექნოპარკში, ქართველ სტარტაპებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

27 თებერვალს, ტექნოპარკს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სილიკონ ველის ბიზნესმენი, Launch Gurus-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - Lauren Wright ესტუმრა.

სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე  დაათვალიერა და გაეცნო სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს. ასევე, შედგა ორმხრივი შეხვედრა, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

შეხვედრის შემდეგ, Lauren Wright სტარტაპებს შეხვდა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მათ.

Lauren Wright - მიერ გამოცდილების  გაზიარება ქართველი სტარტაპებისთვის, მნიშვნელოვანია, რადგან ის თავადაც არის 5 სტარტაპის დამფუძნებელი და ენჯელ ინვესტორი. ის ასევე, მენტორობას უწევს სტარტაპებს და ეხმარება მათ ინვესტიციების მოზიდვაში, მისი  დახმარებით სტარტაპებს $14M მეტი ინვესტიცია აქვთ აღებული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics