16:07 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 16:33:50, 2737 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკისა და PwC Georgia-ს ერთობლივი ტრენინგი მეწარმეებისთვის

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგებს სთავაზობს. მეწარმეთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ტრენინგების ფორმატი შეიცვალა და ის უფრო მასშტაბური გახდა.

თიბისი ბანკში გამართულ ტრენინგს უძღვებოდნენ  PwC Georgia - ს საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი  და უფროსი  მენეჯერები.   სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს,  კერძოდ,  მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას,  დაეხმარება ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან.

ტრენინგი თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა და მას სხვადასხვა კომპანიის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც თიბისი ბანკის კლიენტები არიან.  ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით ტრენინგები სექტემბრიდან იმართება და მათში უკვე 1500 - მდე ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა.

ბიზნესის წარმომადგენლებს თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა.

ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა.  ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას, რაც მათ წარმატების მიღწევაში  დაეხმარება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics