|
2017-02-27 12:20:04, 2804 ნახვა
ეკონომიკა
თუშეთში ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს
თუშეთში ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევები და საველე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სამთო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული და სპეციალური თოვლმავალი ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფი ახორციელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ჯგუფის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის, ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“, ,,სტუდია 21“-ის, მათი პარტნიორი ,,გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტრასების დაგეგმარების სპეციალისტ-ექსპერტები. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თუშეთის ტერიტორიაზე ექსპედიცია განახორციელებს ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევების ჩატარებას, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის მიწათსარგებლობის არსებული რეგლამენტის ადეკვატური, ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობების გამოვლენასა და შესაბამისი სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვას გულისხმობს. სპეციალისტები 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ საველე სამუშაოებს თუშეთის ტერიტორიაზე. საბაზო წერტილად გამოყენებული იქნება სოფელი ომალო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი 2016 წელს გამოაცხადა. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,სტუდია 21,“ რომელიც ახორციელებს კვლევას ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების (ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესამუშავებლად. (NS)
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)