|
2017-02-27 10:47:14, 2464 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე ეწვია
ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე ეწვია. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს გაეცნო. მათივე ინფორმაციით, ელჩსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა, სადაც ქვეყნებს შორის ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ელჩი ასევე, შეხვდა სტარტაპებს და მათ საფრანგეთის მიერ შეთავაზებული პროგრამების შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე სტარტაპებს ინფორმაცია მიაწოდეს საფრანგეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ჰაკათონის შესახებ, რომელშიც ექსკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობა ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპს - Vrex-ს მისცეს. VRex საშუალებას აძლევს ტურისტებს სასურველი ტურის დაგეგმვამდე ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირშესანიშნაობა და თანხის გადახდამდე იქონიოს წარმოდგენა სხვადასხვა შეთავაზებაზე. ღონისძიება 2017 წლის 16 მარტს პარიზში, პარიზის მერისა და Paris & Co-ს ორგანიზებით იმართება. მთელი დღის მანძილზე, საერთაშორისო ინვესტორების თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება pitch-ისა და reverse pitch-ის სეანსები, speed dating სტარტაპებსა და მთელი მსოფლიოს დიდ კომპანიებს შორის (star-up/meet-up), იქნება სადემონსტრაციო სივრცეები (demospace) სადაც სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ მათი გამოგონებები, ჩატარდება კონფერენციები და ადგილზე მოეწყობა სტარტაპების სხვადასხვა ატელიეები, პარიზი 2024-ის (ოლიმპიური თამაშების) კანდიდატურისთვის. ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ ვისაც სურთ ერთი დღის გატარება ინოვატორებისა და გამომგონებლების გარემოში, ფრანგი კოლეგებისა და შესაძლო ახალი ბიზნეს თანამშრომლების გაცნობა. ჰაკათონი სცდება სპორტული ღონისძიების ჩარჩოებს. სტარტაპებმა, ისევე როგორც დიდმა კომპანიებმა, უნდა გაითავისონ ოლიმპიადაზე პარიზის კანდიდატურის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც სპორტის გარდა, რა თქმა უნდა გულისხმობს გარემოს, ტრანსპორტს, ლოჯისტიკას, ურბანიზმს, მშენებლობას, ტურიზმს, კვებას, ხალხის ნაკადების მართვას და ა.შ. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ მისამართს: http://www.hackinghoteldeville.paris (NS)
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)