|
2017-02-24 10:47:55, 2313 ნახვა
სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება
დეკანოზი გიორგი მამალაძე საგამოძიებო უწყებაში, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება. დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას ადვოკატებმა გუშინ მიმართეს. როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, დეკანოზის ჩვენებით დადასტურდება, რომ ის უდანაშაულოა. “დეტალურად იქნება ჩვენება მიცემული, რომ ყველა ეს ბრალდება არის უსაფუძვლო და არ შეიძლება ეს მის საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, მისი ჩვენებით დადასტურდება, რომ ის არის უდანაშაულო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)