15:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 15:49:05, 1878 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ე.წ. შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ე.წ. შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა.

როგორც „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 27 თებერვალს იმსჯელებს.

”ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის მინისტრები ამას 27 თებერვალს დაამტკიცებენ”, - წერს იოზვაკი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. 553 ევროპარლამენტარი უვიზო მიმოსვლის დაწესების მომხრე იყო, ხოლო 66 წინააღმდეგი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics