|
2017-02-21 13:54:23, 2600 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფი“ არასამთავრობო სექტორთან ერთად სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე იზრუნებს
კორპორაციული სიციალური პასუხისმგებლობის კამპანიის „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ ფარგლებში „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მეტად გააქტიურებას გეგმავს. "ვისოლ ჯფუგი" ყველაზე მოთხოვნად ვაკანსიებზე კადრების შერჩევისას პრიორიტეტს მათ ბენეფიციარ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს მიანიჭებს. როგორც „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ აღნიშნა, „ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე დინამიურ განვითარებას განაგრძობს, შესაბამის კომპანიას მუდმივად აქვს მოთხოვნა ადამიანურ რესურსებზე, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან. „ამ კუთხით მზად ვართ ვითანამშრომლოთ არასამთავრობო სექტორთან, რომელთა ბენეფიციარებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომელთათვისაც დასაქმება უკიდურესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ კადრების შერჩევის პროცესში მათ პრიორიტეტს მივანიჭებთ და შესაძლებლობას მივცემთ გახდნენ საქართველოში გამორჩეულად წარმატებული კამპანიის გუნდის წევრები და ახალი ცოდნებითა და კამპეტენციებით, განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობებით შეიქმნან უკეთესი მომავალის პერსპექტივა“,-განაცხადა ხორავამ. „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა), „ვორლდ ვიჟენი“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მიგრაციის ცენტრი“, DVV International, „ჩვენი სახლი-საქართველო“, „განათლების, დასაქმებისა და განვითარების ცენტრი“, „ათინათი“, „აფხაზინტერკონტი“, „ქვიშის საათი“, „ცხოვრების შანსი“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“ მხოლოდ ნაწილია იმ არასამთავრობო ორგანიოზაციებისა, რომელთანაც „ვისოლი“ ახალი ადამიანური რესურსების მოძიებისას აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. ცნობისთვის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)