|
2017-02-15 16:56:20, 975 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
სასტუმრო „ჰილტონში“ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის - „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ შედეგებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა დაესწრნენ. პრეზენტაციაზე დემოკრატიის ინსტიტუტმა წარმოადგინა ეკომიგრაციის მიმართულებით ბოლო ორი წლის პერიოდში გაწეული საქმიანობების ის ანგარიში და რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესებას (ეკომიგრაციის პრევენცია, განსახლება, ინტეგრაცია). შეხვედრაზე მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სამინისტროსა და აჭარის მთავრობის მიერ ბოლო წლებში ეკომიგრაციის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებსა და პროექტებზე ისაუბრა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეის მდგომარეობით აჭარის ა/რ მთავრობა, ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებას სამი მიმართულებით ახორციელებს. „კერძოდ: 1. სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს 25 000 ლარის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერას უსაფრთხო სახლების შესყიდვის მიზნით (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ანალოგიური პროგრამა); აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 2013-2017 წწ 55 ოჯახს გაეწია 570 199 ლარი, მათ საკუთრებაში გეოლოგიურად მდგრად ალტერნატიულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების გადატანის მიზნით. საცხოვრებელი ფართებით ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში დაკმაყოფილდა სულ 280 ეკომიგრანტი ოჯახი, აქედან: ქედის სოციალურ სახლებში გაიცა 66 ბინა; • შუახევის სოციალურ სახლში - 48 ბინა; ხელვაჩაურის სოციალურ სახლში - 50 ბინა; • ბათუმის სოციალურ სახლში - 50 ბინა. ამასთან, იგეგმება: 58 ბინიანი სოციალური სახლის განაწილება ქ.ბათუმში; 72 ბინიანი სოციალური სახლის განაწილება ხულოს მუნიციპალიტეტში; 23 ბინიანი სოციალური სახლის განაწილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 116 ოჯახის დაკმაყოფილება. მიმდინარე პროცესების გადაწყვეტა. სოფელ თხილვანიდან 96 ოჯახია დარეგისტრირებული ეკომიგრანტთა ბაზაში, ამათგან: 2009 წელში 50-მდე ოჯახი გასახლებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფ. ხიხანში. გამგეობიდან მოწოდებელია ინფორმაცია რომ დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღია 29 ოჯახს. მიმდინარეობს შესწავლა. დღესდეობით ბენეფიციარებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ განსახლების მიზნით, მათ გაეწევათ ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ევროპის ფონდის, სამთავრობო, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, წარმომადგენლები.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)