11:10 - 29 Sep, 2026
|
2017-02-14 11:07:17, 2581 ნახვა
სამართალი
შსს: გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა - გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ საუბარი დამონტაჟებული არ არის და ხმები ნამდვილად ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს ეკუთვნით. ნიკა გვარამია დღეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაშია მოწმის სტატუსით გამოიკითხება. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი საგამოძიებო ორგანოში საღამოს 6 საათზეა დაბარებული. აღნიშნული აუდიო ჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს პირდება, 3 ოქტომბერს გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)