|
2017-02-10 13:39:07, 2928 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანების აღდგენაზე უარი განაცხადა
სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანების აღდგენაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების იფნორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბრძანების კომპეტენტურიბის დამტკიცებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში შეეცდება. სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მოქმედების ეჭვქვეშ დაყენებას დაუშვებლად მიიჩნევდა, თუმცა მოსამართლეები ამბობენ, რომ საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და მსგავსი მიდგომა მიუღებელია. კერძოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დონალდ ტრამის საიმიგრაციო პოლიტიკას მხარი დაუჭირა და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა მისი მოქმედება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღადგინოს. აღნიშნულ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა. როგორც ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის საკითხის სასამართლოში გაპროტესტებას აპირებს. „სასამართლოში შევხდებით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის“, - წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)