10:35 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 10:39:39, 2438 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4კაციანი ჯგუფი- ზურაბ ლექვინაძე, ნოე ჯიმშელეიშვილი, მამუკა საღარეიშვილი და ზაზა ჭეიშვილი, მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდნენ და ე.წ. მანოკის გამოყენებით ნადირობდნენ.

სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ.

უწყების ცნობით, შესაბამისი აქტი შედგა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის ორგანოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
პაპუაშვილი - კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით ევროპა გიმაგრებს
რუბიო ფერფორდის საჰაერო ძალების ბაზაზე მომხდარ ინციდენტში „უცხო ქვეყნის ჩართულობაზე“ საუბრობს
ირანი ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics