|
2017-02-07 14:18:43, 2467 ნახვა
სამართალი
2016 წელს არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამებით 784 პირმა ისარგებლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ განრიდების პროგრამების 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 784 პირი განერიდა. ამათგან, 462 არასრულწლოვანია, ხოლო - 322 სრულწლოვანი. შარშან მედიაცია 287 პირის მიმართ გამოიყენეს და 222 მედიაციის კონფერენცია შედგა. ანგარიშში ასახული მონაცემები 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებისა და 2014 წელს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით დაწყებული განრიდების პროგრამის რეფორმის შედეგია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, განრიდების მაჩვენებლები რაოდენობის მხრივ უპრეცედენტოა. შედარებისთვის, 2015 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 297 არასრულწლოვანი, ხოლო 2014 წელს 204 არასრულწლოვანი განერიდა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 21 წელს მიუღწეველი პირისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე და დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება, გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. პროგრამა ეფექტური საშუალებაა მართლშეგნების ხელშეწყობის, პირის რესოციალიზაციისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენით მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს. პროგრამა მიმართულია ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე. ანგარიშში ასევე ასახულია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, სისხლის სამართლის მედიატორთა გადამზადების სამ ეტაპიანი კურსის წარმატებით დასრულება; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროგრამაში ჩართული პროკურორების, სოციალური მუშაკების, მედიატორების და მოსამართლეების გადამზადება; იუსტიციის სამინისტროსთან ერთად საგრანტო პროექტების დაფინანსება და სხვა. ცნობისათვის, არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. განრიდების მექანიზმის ამოქმედებიდან დღემდე, 2010-1016 წლებში სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 1823 პირი განერიდა.
(NS)
გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
პაპუაშვილი - კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით ევროპა გიმაგრებს
რუბიო ფერფორდის საჰაერო ძალების ბაზაზე მომხდარ ინციდენტში „უცხო ქვეყნის ჩართულობაზე“ საუბრობს
ირანი ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)