|
2017-02-07 11:24:14, 704 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ტომაშ პერნიკს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის აპარატის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი ესწრებოდა. მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის რეპუბლიკის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროლიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ელჩის თქმით, ჩეხური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოს ბაზრით, კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინვესტიციების განხორციელებით. ორივე ქვეყნის საქმიანი წრეების გაცნობისა და თანამშრომლობის მიზნით დაიგეგმა ბიზნეს შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება. აღინიშნა, რომ ჩეხეთიდან აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პრაღის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღებამ, ასევე ბათუმის მიმართულებით გაზრდილმა საჰაერო მიმოსვლამ. შეხვედრაზე განიხილეს საკურორტო მნიშვნელობის ჩეხური ქალაქის კარლოვი ვარისა და ბათუმის დამეგობრების საკითხიც. ,,საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეხეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის მიმართულებით" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს. დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. (NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)