|
2017-01-30 12:12:31, 1244 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხულოში მცხოვრები ეკომიგრანტების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ხულოს მუნიციპლაიტეტის გამგეობის მიერ საჯაროდ გამოცხადდა, რომ 2017 წლის 24 ინვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით ხულოს გამგეობამ დაიწყო განცხადებების მიღება სოფ. ვაშლოვანში დასრულებულ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართების განაწილების მიზნით. აღნიშნულზე ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით აცნობებს ხულოს მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ბენეფიციარებს, რომ პროექტში მონაწილეობის მსურველველი ოჯახები დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული უნდა ქონდეთ პრიორეტეტულობის ქულები. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხულოში მაცხოვრებელ სტიქიით დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებს, ვინც დღემდე არ არის დარეგისტრირებული ზემო მითეთებულ ბაზაში, მოგვმართოს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმის აკ.მამია კომახიძის ქ.N119-ში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სტიქიის დეპარტამენტი, მეორე სართული N29 კაბინეტი, ტ/ნ 24-79-60), განაცხადების შევსების მიზნით. განაცხადი უნდა შეავსოს ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა ან ოჯახის სრულწლოვანი წევრების მინდობილმა წევრმადა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია. 1. შესაბამისი დასკვნა, რომელიც ადასტურებს რომ ექვემდებარებით გადაადგილებას; 2. ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან, თუ გაქვს 57001-ქულაზე ნაკლები; 3. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები; 4. ინფორმაცია მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრ(ებ)ზე, კერძოდ თუ გყავთ: ა) მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა, ონკოლოგიური დაავადების მქონე ოჯახის წევრ(ებ)ი, უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა.ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ფორმა N50/2) ბ)მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზრუდვის მქონე პირ(ებ)ი (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი სამედიცინო სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სემოწმების აქტის ამონაწერი. 5. თუ ხართ მშობლები ან ქვრივი, რომელიც მარტო ზრუნავთ მცირეწლოვან შვილ(ებ-ზე) უნდა წარმოადგინოთ მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია; 6. თუ ხართ ხანდაზმული, ან ოჯახში ერთზე მეტი ხანდაზმულია, რომლებიც ახორციელებს/ახორციელებთ მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილი(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ, უნდა წარმოადგინოთ მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
დრონებმა მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რამაც საწყობებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხანძარი გამოიწვია
ტრამპმა მოულოდნელად დაასრულა კემპ დევიდში საარჩევნო კამპანია, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
აშშ კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ გემს თავს დაესხნენ, ოთხი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)