|
2017-01-25 16:40:34, 2296 ნახვა
სამართალი
შსს სოსო და ვასილ რობაქიძეების დაკავებას არ ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს დაღუპული ბუტა რობაქიძის მამისა და ბიძისა, სოსო და ვასილ რობაქიძეების დაკავებას არ ადასტურებს. მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ გაავრცელა: „სოსო რობაქიძე ახლახან პოლიციამ დააკავა! ნაცების მიერ სადისტურად მოკლული ბუტა რობაქიძის მამა და ბიძა, სოსო და ვასიკო რობაქიძეები რამდენიმე წუთის წინ პატრულმა დააკავა და ახლა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.. ეს ამბავი დიტო ჩუბინიძემ გადმომცა, რომელთანაც ვასიკო რობაქიძეს მოუხერხებია დაკავშირება.. სოსო რობაქიძე ახალნაოპერაციებია. იმედია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.. დაკავების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ უამრავი სისხლიმსმელი, კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ნაცი მშვიდად დადის ქუჩაში და დასჯის ნაცვლად, პირიქით ემუქრება საზოგადოებას! ვინ აგვიხსნის, რა ხდება?“, - წერს ზაზა დავითაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)