|
2017-01-24 10:20:24, 2599 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმოს შექმნას აპირებს
საქართველოს მთავრობა პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობა რამდენიმე მიმართულებით ეხმარება დამწყებ ბიზნესს, ეს გახლავთ სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასად გადაცემა, ეს გახლავთ სესხის სუბსიდირება, სტარტაპის, ანუ დაწყებით პერიოდში 2 წლის განმავლობაში და ეს გახლავთ კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ 2 საწარმო იქმნება, ერთ-ერთი მათგანი 3 ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს და ეს არის საშენი მასალების საწარმო, რომელსაც გადაეცემა 1 ჰა მიწის ფართი. ეს გახლავთ, დიდ ლილოში, მეორე გახლავთ მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია , სადაც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება”,-აღნიშნა გიიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)