|
2017-01-23 13:25:01, 2393 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა” Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ უკვე მეშვიდედ მიიღო
საქართველოს ბანკი, Global Finance-ის მხრიდან მეშვიდედ დასახელდა საქართველოში საუკეთესო ბანკად ვაჭრობის ფინანსირების კუთხით. ხსენებული ჯილდო Global Finance–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო ბანკების დაჯილდოების“ ფარგლებში გაიცა. საქართველოს ბანკს ჯილდო გადაეცა, ისეთი კრიტერიუმების წარმატებით დაკმაყოფილებაში, როგორიც არის: ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციების წარმოების საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და გარიგებების მოცულობა. კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)