|
2017-01-18 18:20:18, 2259 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: 2016 წელს მთელი სამყარო გაერთიანდა თავისუფალი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მოგზაურობის მხარდასაჭერად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონი ადამიანია, ყოველწლიურად 6.4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს. მისივე თქმით, ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს. „ამდენად, ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა; დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას“, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი მხარს დაუჭერს თითოეულ სახელმწიფოს და გლობალურ დონეზე შეუწყობს ხელს საერთო მიზნების მიღწევას. პრემიერმა, გამოსვლისას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივნის უდიდესი წვლილი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში და ტალებ რიფაის, მოწვევისთვის, მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, 2016 წელი, ბევრი მიმართულებით, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა, იყო წარმატებებიც. "გამოწვევებს შორისაა ტერორიზმის საფრთხე, ტრაგიკული სტიქიური უბედურებები. ამ წლის მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებებს უამრავი ბარიერის გადალახვა მოუხდათ. თუმცა, 2016 ასევე წარმატების წელიც იყო - ეს გახლდათ წელი, როდესაც მთელი სამყარო გაერთიანდა თავისუფალი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მოგზაურობის, როგორც ყველა ადამიანის უფლების მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს მივაღწიეთ. „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წელი“ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველა ერს საერთო გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება უხდება. მათი გადაჭრა მხოლოდ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებითაა შესაძლებელი. ამ ინიციატივის წამოჭრით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მდგრადი განვითარების მიზნები სამომავლო განვითარების ამოსავალი წერტილია და ჩვენ განვაგრძობთ გრძელვადიანი აქტივების შექმნას და შესაბამისი რისკების თავიდან აცილებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ მდივან რიფაის, 2017 წლის ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადების ინიციატივისა და 8-წლიანი საქმიანობისას, მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრიის გასაძლიერებლად გაწეული დაუღალავი შრომის გამო, მადლობა გადაუხადა. "თქვენ ნამდვილად სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და ტურიზმის სექტორი, ისევე, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია წარმატებისა და კეთილდღეობის ახალ ეტაპზე გადაიყვანეთ. თითოეული თქვენგანი და ინდუსტრიაში ჩართული ყოველი პირი დამეთანხმება - თქვენ ყველა ჩვენგანის საუკეთესო მეგობარი ხართ. თქვენ მაღალი სტანდარტი დააწესეთ ყოველი მომდევნო გენერალური მდივნისთვის, რომლებიც გამოჰყვებიან თქვენს ნაბიჯებს", - მიმართა პრემიერმა ტალებ რიფაის. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვისი დაუღალავი შრომის წყალობითაც 2017 წელი „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადდა და აღნიშნა, რომ საქართველო, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა უზრუნველყოს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა და მდგრადი განვითარება.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)