|
2017-01-18 13:24:20, 2254 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა", „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის I ნაწილითა და 333-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ სცნო. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის დროს ქალაქ მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად საკუთრების უფლების მიღების მიზნით შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და იმ მოტივით, რომ თითქოსდა აღნიშნული ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდათ მიწის ნაკვეთები დაკავებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ქ. მცხეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ყალბი ცნობები დაამზადებინა. "ასევე ვახტანგ ყიფშიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით უკანონო დავალება მისცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის თავმჯდომარეს, მიწის ნაკვეთებზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საკუთრების უფლებები ეღიარებინათ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ვახტანგ ყიფშიძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2008 წლის მარტში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 1 297 800 ლარის ღირებულების 28 840 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად მიიღეს საკუთრების უფლება. ვახტანგ ყიფშიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა", „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობის ორგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 332-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 333-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ ყიფშიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)