12:53 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 14:48:14, 3283 ნახვა

მსოფლიო
ჯონ მაკკეინმა პუტინს „მკვლელი“, „ბანდიტი“ და „კა გე ბეს პროდუქტი“ უწოდა

„რესპუბლიკელი“ სენატორის ჯონ მაკეინის განცხადებით, მას ვაშინგტონსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის ურთიერთობების მორიგი „გადატვირთვის“ არ სჯერა, - ამის შესახებ სენატორმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სენატრომა აღნიშნა, აშშ-ის 3 პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობების ჩამოყალიბების სჯეროდა.

„მე ვნახე სამი პრეზიდენტი, ბუში, კლინტონი და ობამა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ისინი შეძლებენ ვლადიმერ პუტინთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ობამას, მისი პრეზიდენტობის დროს "ურთიერთობის განახლების ღილაკის" სჯეროდა. ზოგი ამბობდა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და სული დაინახა“, - განაცხადა მაკკეინმა.

მისივე თქმით, პუტინთან ურთიერთობის ერთადერთი გზა რონალდ რეიგანის პრინციპისკენ დაბრუნებაა - „ძალის მეშვეობით, მშვიდობის მიღწევა“. 

„მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი არის „მკვლელი“, „ბანდიტი“ და „კა გე ბეს პროდუქტი“. ის აიღებს ყველაფერს რისი აღებაც შეეძლება. ერთადერთი რისი გაგებაც ვლადიმერ პუტინს შეუძლია არის ძალა, რომ აგრესიის ფასი უფრო მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ის, რომლის გადახდისთვის მზად არის. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ იქცეოდა ის უკრაინაში, ყირიმში. ახლა ვხედავთ როგორ იქცევა ალეპოში, როგორ ბომბავს ქალაქს, რომელიც ეკონომიკურად ძალიან სუსტია“, - აღნიშნა მაკკეინმა.

სენატორმა ტრამპის გუშინდელი პრესკონფერენციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ ტრამპმა ჰაკერულ შეტევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics