|
2017-01-06 17:04:05, 2229 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდება
სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუნახევრა, - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ უკვე გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა. „ამნისტიის შესახებ“ კანონით კი, ერთი წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ. სასჯელის 2015 წლის 18 სექტემბრიდან აითვლება და ადვოკატი სწორედ ამის საფუძველზე აცხადებს, რომ სასჯელის შემცირების შესაბამისად, გიგი უგულავა საპატიმროს უახლოეს ხანში დატოვებს. ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული. ამასთან, წინა სხდომაზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა, ისინი „პარტიულები“ ყოფილიყვნენ, თუმცა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო. „მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ, როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. აღსანიშნავია, რომ უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაძლოა, დღესვე დატოვოს.
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)