|
2017-01-06 13:17:47, 2712 ნახვა
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ორ კომპანიას მიანიჭა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh"-ზე და კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH"-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტოში შეტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh" მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 10 აპრილამდე სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing" ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh"-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2016 წლის 29 დეკემბერს გაიცა. იგივე დანიშნულებით განახორციელებს ფრენებს გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH." ოპერირება 2017 წლის 16 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გუდაურის საკურორტო ზონაში AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით იგეგმება. ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა კომპანიამ 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღო. შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა" მომართა. ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR). როგროც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)